ირანული ტრადიციული რეწვის ნიმუშების და სამოსის გამოფენა

28 სექტემბერი 2016
Share

2016 წლის 29 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ ირანული ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და ირანის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის  სამოსის გამოფენის გახსნაზე.

საღამოს გააფორმებს მუსიკალური ჯგუფი „მეჰრაიინ" მაზანდარას რეგიონიდან (ირანი).

ირანული ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და სამოსის გამოფენა 2016 წლის 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ღონისძიება გაიმართება ირანის კულტურის დღეების ფარგლებში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ. 1.