გამოფენა ,,ფრაგმენტები ისტორიიდან”

07 სექტემბერი 2016
Share

2016 წლის 9 სექტემბერს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის  სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გიწვევთ ქეთევან მატაბელის და გია გუგუშვილის ერთობლივი გამოფენის „ფრაგმენტები ისტორიიდან" გახსნაზე.    

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქეთი მატაბელის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ნამუშევრები, მათ შორის სერია ,,ფოლიანტი". ასევე, გამოფენილი იქნება იმ ნამუშევართა ნაწილი, რომელიც პროექტის ,,მე ვხედავ თითებით" ფარგლებში წარმოდგენილი იყო სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. გია გუგუშვილის შემოქმედებიდან დამთვალიერებელი იხილავს  მის ფერწერულ ნამუშევრებს.  

10 სექტემბერს 11:00 საათზე, მუზეუმის ლექციათა ციკლის ,,საუბრები მუზეუმში" ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა მხატვრებთან და ქეთევან მატაბელის მასტერკლასი ,,შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი თანამედროვე ხელოვნებაში" (სვანეთის მუზეუმის აუდიტორია).  

გამოფენა ,,ფრაგმენტები ისტორიიდან" 2016 წლის 9 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7.