გიორგი ჩალაძის საიუბილეო გამოფენა

01 აგვისტო 2016
Share

2016 წლის 4 აგვისტოს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ გიორგი ჩალაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაზე.    

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ 1960-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი 40-მდე ფერწერული ნამუშევარი და ქანდაკება.

გიორგი ჩალაძე რუსთაველი მხატვარი და მოქანდაკეა. ის არის რუსთავის მხატვართა გაერთიანების დამაარსებელი და ხელმძღვანელი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი.

გიორგი ჩალაძე თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის კულტურულ დაწესებულებებთან, მოღვაწეობდა საბერძნეთში, სადაც შექმნა დიდი ზომის პანოები და გააფორმა სპექტაკლი სალონიკის თეატრში. მხატვარი  აქტიურად  მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო გამოფენებში, არის სამი წიგნის ავტორი.

გიორგი ჩალაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოში და საზღვარგარეთ. მისი  პერსონალური გამოფენები წარმოდგენილი იყო იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, შვედეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში.

გამოფენა 2016 წლის 14 აგვისტომდე გაგრძელდება.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის . 1.