გამოფენა „შორეული ხეტიალობიდან დაბრუნებისას“

20 ივნისი 2016
Share

2016 წლის 22 ივნისს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ ალექსანდრე პავლოვის პერსონალური გამოფენის გახსნაზე - „შორეული ხეტიალობიდან დაბრუნებისას".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება უკრაინელი მხატვრისა და ლიტერატორის, ალექსანდრე პავლოვის 21 ფერწერული ტილო, რომელიც ასახავს ავტორის შეხედულებებს თანამედროვე კულტურასა და საზოგადოებაზე. მისი ნამუშევრები აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ესთეტიკით ხასიათდება, თუმცა, ბოლო დროის ფერწერულ ნამუშევრებში ჭარბობს ფიგურატიული გამოსახულებები.    

სულიერი და სექსუალური ძალადობა, ღალატი, გამოუვალი მდგომარეობა, განურჩევლობა, განგაში და შიში - სწორედ ეს თემები წარმოადგენს ალექსანდრე პავლოვის ნამუშევრების შინაარსს. მხატვარი თავის ფერწერაში აქცენტს აკეთებს ხელოვნებისა და რეალობის ურთიერთდამოკიდებულების პრობლემაზე. მასთან ხელოვნება განხილულია სიყვარულის, ტანჯვის, რწმენის, მრისხანების, მხიარულებისა და სიკვდილის პრიზმაში.  

1968 წლიდან მხატვარს მრავალ პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული უკრაინაში, რუსეთში, გერმანიაში, ლუქსემბურგში, ინდოეთსა და დიდ ბრიტანეთში. ასევე, არის რამდენიმე წოგნის ავტორი.  

გამოფენა „შორეული ხეტიალიდან დაბრუნებისას" 2016 წლის 15 ივლისამდე გაგრძელდება.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა 1.