გამოფენა ,,ადამიანის სიყვარული დინამიკურ ორნამენტებში’’

18 აპრილი 2016
Share

2016 წლის 19 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ მაია ცეცხლაძის გამოფენას ,,ადამიანის სიყვარული დინამიკურ ორნამენტებში''.

მაია ცეცხლაძე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მოგვიანებით, მან სწავლა და მუშაობა განაგრძო ბერლინში. 2001-2013 წლებში იყო ბერლინის თეატრის ,,OBLOMOV''-ის გრიმიორი და დეკორატორი, 2014 წელს ბერლინის შემოქმედებითი სახლის მხატვარი. მას გამართული აქვს რამდენიმე გამოფენა ბერლინსა და თბილისში.

მაია ცეცხლაძის ფერწერა პროფესიული ტექნიკისა და ორიგინალური ხედვის ნაზავია. წარმოდგენილი ნამუშევრები თითქოს ერთმანეთისაგან გამომდინარეობს, სადაც გამოსახვის ხერხები, ფორმა და სტილი ერთი თემის - ადამიანისადმი სიყვარულის გამგრძელებელია. აღნიშნული გამოფენა მაია ცეცხლაძეს წარმოაჩენს, როგორც ორიგინალური ფერმწერის შემქმნელს თანამედროვე მხატვრობაში.

გამოფენა 2016 წლის 1 მაისამდე გაგრძელდება.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.