საჯარო ლექცია ,,ძველი ქართული სამკაული"

13 აპრილი 2016
Share

2016 წლის 15 აპრილს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ნინო ლორთქიფანიძე წაიკითხავს ლექციას ,,ძველი ქართული სამკაული". 

ნინო ლორთქიფანიძე არის ავტორი ამავე სათაურის მქონე წიგნისა, რომელიც 2015 წელს ქარჩხაძის გამომცემლობამ გამოსცა. წიგნში პირველადაა განხილული ქართული სამკაულის განვითარების გზა ქვის ხანიდან ახ. წ. IV საუკუნემდე - ქრისტიანობის შემოსვლამდე. 

ლექციაზე განხილული იქნება ძველი ქართული სამკაულის ფენომენი, როგორც ერთიანი სისტემა, მისი განვითარების უწყვეტი ხაზი. ასევე, რელიგიური და ისტორიული ასპექტები წარმოდგენილი იქნება მდიდარი ვიზუალური მასალით, მათ შორის, ფოტოდეტალებით, რომლებიც წიგნში არ არის შეტანილი.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!

ლექციის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება წიგნის ფასდაკლებით შეძენა.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძი ქ.1.