გამოფენა ,,მალე გაზაფხული მოვა”

17 თებერვალი 2016
Share

2016 წლის 19 თებერვალს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ მირიან ჭანკვეტაძის გამოფენის გახსნაზე - ,,მალე გაზაფხული მოვა".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ სხვადასხვა გრაფიკულ ტექნიკაში შესრულებული 25 ნამუშევარი, რომელთა ძირითადი ნაწილი პეიზაჟის ჟანრშია შექმნილი და გამოირჩევა ტექნიკის ორიგინალობით.

მირიან ჭანკვეტაძე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიისა და სერგო ქობულაძის სახელობის გრაფიკის სახელოსნოს კურსდამთავრებულია. მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა შორეულ ჩრდილოეთში ცხოვრებამ მოახდინა.

გამოფენა 2016 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.