დეკანოზ ალექსანდრე ჩახვაშვილისა და მხატვარ ბუდუ სირბილაძის ერთობლივი გამოფენა

18 იანვარი 2016
Share

2016 წლის 20 იანვარს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ დეკანოზ ალექსანდრე ჩახვაშვილისა და მხატვარ ბუდუ სირბილაძის ერთობლივი გამოფენის გახსნაზე.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება დეკანოზ ალექსანდრე ჩახვაშვილის მიერ შესრულებული მსოფლიოს წმინდანთა ამსახველი 29 ესკიზი და ბუდუ სირბილაძის მიერ შესრულებული 37 საერო ნამუშევარი. მათ შორისაა პორტრეტები, პეიზაჟები, ფერწერული კომპოზიციები.

აღნიშნული ექსპოზიცია წარმოადგენს ბუდუ სირბილაძისა და დეკანოზ ალექსანდრე ჩახვაშვილის პირველ ერთობლივ გამოფენას.

გამოფენა 2016 წლის 5 თებერვლამდე გაგრძელდება.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის ქუჩა 1.