გამოფენა „სხეულის ობიექტები - ხელოვნების ეკოლოგია“

21 ოქტომბერი 2015
Share

21 ოქტომბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას „სხეულის ობიექტები - ხელოვნების ეკოლოგია".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა ნამუშევრები, რომელთა მონაწილეობითაც განხორციელდა კონცეპტუალური ციკლი ,,სხეულის ობიექტები - ხელოვნების ეკოლოგია''. 

გამოფენის მონაწილეებმა შექმნეს ადამიანის სხეულის სიურრეალისტური ობიექტები ისეთი სტანდარტული მასალებისაგან, როგორიცაა თაბაშირი, ფირი და მავთული. 

პროექტი მიზნად ისახავს, დამთვალიერებელს გააცნოს ახალი თაობის დიზაინერთა არაორდინალური ფორმისეული ინტერპრეტაცია.

გამოფენა 2015 წლის 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.