ამირან კუპრავას პერსონალური გამოფენა

01 ოქტომბერი 2015
Share

6 ოქტომბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ ამირან კუპრავას საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენის გახსნასა და კატალოგის პრეზენტაციაზე.  

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბოლო სამი წლის მანძილზე შექმნილი ასამდე ნამუშევარი, რომელიც სხვადასვა მხატვრული მიმართულებისაა: ფერწერა, ფერადი გრაფიკა, ქანდაკება და ინსტალაცია. 

ამირან კუპრავა 1993-დან 2013 წლამდე ცხოვრობდა და აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა ბერლინში. მას ჰქონდა არაერთი პერსონალური გამოფენა, ასევე მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში. 

მხატვრული სტილის მრავალფეროვნება, სისადავე, მონოქრომული ფერწერა, კოლორიტის სიმარტივე - სახასიათოა მხატვრის შემოქმედებისთვის.

გამოფენა 2015 წლის 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის ქუჩა 1.