#მუზეუმიფოკუსში - საქართველოს ეროვნული მუზეუმი უკვე Instagram-ზეა

29 სექტემბერი 2015
Share

6 ოქტომბერს 19:00 საათზე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში გიწვევთ ეროვნული მუზეუმის Instagram გვერდის ოფიციალურ პრეზენტაციასა და ფოტოგამოფენაზე.

Instagram გვერდის პრეზენტაციაზე თქვენ გელით პირველი Instagram ფოტოების გამოფენა - ხუთმა ახალგაზრდა ფოტოგრაფმა მუზეუმების განსხვავებულ სივრცეებში საინტერესო ფოტოები გადაიღო. სპეციალურად პროექტისთვის #მუზეუმიფოკუსში მუშაობდნენ: 

@louisa_s - ლუიზა ჩალათაშვილი 
@leeonees - ლევან მაისურაძე
@chalo_0 - დავით ჭალიძე
@dikarka - დინა ოგანოვა
@n_romanovskaya - ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია

მუზეუმში პირველად მოეწყობა მუსიკალური სეტი - საღამოს გააფორმებს სანდრო თედიაშვილი (TedArt). 

ჩვენი Instagram გვერდის დახმარებით თქვენ შეძლებთ ნახოთ, თუ რა ხდება მუზეუმის კულისებში - როგორ მზადდება გამოფენები, რას ინახავს მუზეუმის საცავები, გაეცნობით ჩვენს ლაბორატორიებს, რესტავრაციის პროცესს და მუზეუმის ცხოვრების ამსახველ სხვა ფოტომასალას.

თქვენ უკვე შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტო მუზეუმის სივრცეში და ატვირთოთ Instagram-ზე #museuminfocus-ის მითითებით. 
გამოგვყევით: https://instagram.com/georgiannationalmuseum/

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

ჩვენი Instagram მეგობრები არიან საკომუნიკაციო სააგენტო Windfor’s- და ღვინო „თამადა“.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზო. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი N3.