გამოფენა „უნებლიე ღიმილი“

18 სექტემბერი 2015
Share

18 სექტემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი შალიკაშვილის გამოფენას სახელწოდებით „უნებლიე ღიმილი".

პროექტი „უნებლიე ღიმილი" მიზნად ისახავს მხატვრული ხერხების მეშვეობით ადამიანების სამეტყველო ენის გადმოცემას. გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს ერთ მთლიან ინსტალაციას, სადაც თითოეული სურათი, ნიშანი და ობიექტი ერთ მთლიანობას წარმოადგენს.

გიორგი შალიკაშვილი სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ გამოირჩევა, როგორც თვითმყოფადი მხატვარი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ესთეტიურ მხარეს, მისი ნამუშევრები ხასიათდება ლაკონურობით, დინამიკითა და ფერისა თუ ფორმის განსხვავებული ურთიერთშეთანხმებით. 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ქალაქ დრეზდენში გამართულ გამოფენაში „Japanese Palace". მოგვიანებით ავტორი მიიწვიეს დრეზდენის ხელოვნების ფესტივალზე "Palais Sommer", სადაც პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

გამოფენა გაგრძელდება 2015 წლის 29 სექტემბრამდე.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.