საუბრები მუზეუმში – ,,ხითხუროობის ტრადიციული ხერხები და სამუზეუმო რესტავრაცია-კონსერვაციის პრაქტიკა“

04 აგვისტო 2015
Share

2015 წლის 4 აგვისტოს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის აუდიტორიაში წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის რესტავრატორის ვახტანგ ხოშტარიას საჯარო ლექციას ,,ხითხუროობის ტრადიციული ხერხები და სამუზეუმო რესტავრაცია-კონსერვაციის პრაქტიკა".

ლექციაზე საუბარი იქნება ხის ნაგებობათა რესტავრაციის მეთოდიკაზე, პრინციპებსა და ზოგადად, რესტავრაციის ფილოსოფიაზე. მომხსენებელი აგრეთვე ისაუბრებს გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ქართველ სპეციალისტებთან ერთობლივი მუშაობის ანალიზის საფუძველზე მიღებული დასკვნების შესახებ.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა N7