გამოფენა „დამზადებულია კალინინგრადში“

04 აგვისტო 2015
Share

2015 წლის 7 აგვისტოს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ გამოფენის „დამზადებულია კალინინგრადში" გახსნაზე.

გამოფენა საშუალებას აძლევს დამთვალიერებელს უკეთ გაეცნოს მეზობელ ქვეყნებსა და მოსახლეობას იმ თანამედროვე არტისტების შემოქმედების საშუალებით, რომლებიც ყურადღებას აქტუალურ და საჭირბოროტო საკითხებსა თუ პრობლემებზე ამახვილებენ.

რა ასოციაცებს იწვევს კალინინგრადი - ანკლავი რომელსაც არ გააჩნია არც ერთი საერთო საზღვარი რუსეთთან ? რა არის საბჭოთა, რუსული და ნაციონალური? რამდენად შეუძლია საზოგადოებრივ თავისუფლებას გავლენა მოახდინოს და განსაზღვროს ქვეყნის ცხოვრება? როგორ ვლინდება ეთნიკური და გენდერული იდენტობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ადამიანური და პიროვნული ფაქტორი სოციალურ  კონტექსტში? 

გამოფენაში მონაწილეობენ: ოლეგ ბლიასბლიასი, იური ვასილევი, ალექსეი ჩებიკინი, ალექნდრე პოდოპრიგოვი , ელენა ცვეტაევა, ევგენი უმანსკი, ჯგუფი ,,სან დონატო", ჯგუფი ,,ნაზი ქალები", ჯგუფი ,,საერთო შეცბუნება", ევგენი პალამარჩუკი, დიმიტრი სელინი, დანილ აკიმოვი და Topp & Dubio (ნიდერლანდები).

გამოფენა განხორციელდა  ГЦСИ ბალტიის ფილიალისა და საქართველოს კულტურული ინსტიტუციების თანამშრომლობის საშუალებით. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და "Contemporary Art Space" ბათუმი.

გამოფენა 2015 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

მისამართი: . ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა N1.