მუზეუმის კვირეული: საგანმანათლებლო პროგრამები და შემეცნებითი თამაშები ეთნოგრაფიულ მუზეუმში

24 მაისი 2015
Share

2015 წლის 24 მაისს 10:30 საათიდან მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში გიწვევთ საგანმანათლებლო პროგრამებსა და შემეცნებით თამაშებზე გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმში.

მუზეუმის ყველა დამთვალიერებელს მთელი დღის მანძილზე საშუალება ექნება ჩაერთოს სხვადასხვა სახალისო-საგანმანათლებლო აქტივობებში, როგორიცაა:

  • სახალისო არქეოლოგია
  • საუბრები ეკოლოგიასა და ეთნოგრაფიასა /ფილმების ჩვენებით/
  • ხალხური რეწვის გაკვეთილები - ტრადიციული მჭედლობა, მეთუნეობა, ხეზე მხატვრული კვეთა, ტრადიციულ ფარდაგების ხევსურული თათების ქსოვა და ქარგვა
  • პრეისტორიული ტექნოლოგიები
  • აგრეთვე გაიმართება შემეცნებით-გასართობი თამაშები: ,,პირველყოფილი მონადირე" და ,,ტრადიციული შეჯიბრი მშვილდოსნობაში".

ღონისძიება საჯარო ხასიათისაა, მუზეუმში შესვლა და ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!

მისამართი: საქართველოს გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კუს ტბის ასახვევი 1.