მუზეუმის კვირეული: "ფიროსმანის დღე"

20 მაისი 2015
Share

საქართველოს ერონული მუზეუმის ინიციატივით ამიერიდან ყოველ მაისს „ნიკო ფიროსმანის დღე" აღინიშნება.

წელს „ფიროსმანის დღე" მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 20 მაისს 17:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება.

„ფიროსმანის დღე" წარმოადგენს სახალხო და ამავე დროს საერთაშორისო საზეიმო სიმბოლურ აქციას, რომელიც გათვალისწინებულია ყველა ასაკის სტუმრისათვის.

  • გალერეაში მოსულ სტუმრებს ფიროსმანის „გაცოცხლებული" პერსონაჟები უმასპინძლებენ.
  • ბავშვებისა და მოზარდებისათვის გაიმართება შემეცნებით-სახალისო აქტივობები, სადაც ისინი დახატავენ ფიროსმანის ტილოების მიხედვით, ააწყობენ ფაზლებსა და გააცოცხლებენ მხატვრის პერსონაჟებს.
  • „ფიროსმანის დღეს'' საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები და საქართველოს რეგიონები გამოეხმაურნენ; ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება მათ მიერ გამოგზავნილი მისალოცი ვიდეო-რგოლები.
  • ,,ფიროსმანის დღის" მთავარი დამაგვირგვინებელი ღონისძიება იქნება ასობით წითელი საჰაერო ბუშტის ცაში ერთდროულად გაშვება.

ღონისძიება საჯარო ხასიათისაა და მოწვეული სტუმრების გარდა დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალი იქნება.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ.11