საქართველოს ეროვნული მუზეუმი მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული

17 მაისი 2015
Share

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. უკვე 35 წელზე მეტია მსოფლიო ამ თარიღს აღნიშნავს. ეროვნული მუზეუმი უერთდება ამ დღესასწაულს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ეროვნული მუზეუმის ქართველ თუ უცხოელ მეგობრებსა და პარტნიორებს ულოცავს მუზეუმის დღეს  მუზეუმის ყველა თანამშრომლის სახელით. გთავაზობთ საინტერესო კვირეულს 17-დან 24 მაისის ჩათვლით.

 

თარიღი

ღონისძიება

მუზეუმი

17 მაისი

17:00 სთ.

ვიტალი კაპანაძის საიუბილეო გამოფენა

შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

18 მაისი

10:00-18:00 სთ.

მუზეუმების საერთაშორისო დღე

ყველა მუზეუმში შესვლა იქნება უფასო

18 მაისი

18:00 - 22:00

„სერგო ფარაჯანოვი-21 საუკუნის სიზმარი''

ი. გრიშაშვილის სახელობის  თბილისის ისტორიის მუზეუმი

18 მაისი

15:00 სთ.

არქიტექტორ-რესტავრატორ ზინაიდა ქუფარაშვილის ნამუშევრების გამოფენა-ინკრუსტაცია

სიღნაღის მუზეუმი

20 მაისი

17:00 სთ.

„ფიროსმანის დღე''

დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა

23 მაისი

12:00 სთ.

„არქეოლოგია ყველასთვის"

უპრეცედენტო მასშტაბის საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია

ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს  მუზეუმი

24 მაისი

10:30-18:00

 

საგანმანათლებლო პროგრამები და შემეცნებითი თამაშები მუზეუმის ყველა დამთვალიერებლისათვის

გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი

 

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში შესვლა უფასოა. მუზეუმები ღიაა 10.00-დან 17.30 საათამდე.