მუზეუმის კვირეული: გამოფენა " სერგო ფარაჯანოვი - XXI საუკუნის სიზმარი"

18 მაისი 2015
Share

2015 წლის 18 მაისს 18:30 საათზე, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის  მუზეუმი გიწვევთ გამოფენაზე სახელწოდებით ,,სერგო ფარაჯანოვი - XXI საუკუნის სიზმარი''. 

გამოფენა ეძღვნება სერგო ფარაჯანოვის ხელოვნებას, რომელიც  სათავეს თბილისის  მულტიკულტურული ტრადიციებიდან იღებს.

ექსპოზიციის მიზანია, სერგო ფარაჯანოვის მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობის ახლებური, ინოვაციური მიდგომებით წარმოჩენა. თანამედროვე ქართველ და უკრაინელ მხატვრებს შორის საერთაშორისო შემოქმედებითი დიალოგის  განვითარება, ფარაჯანოვის შემოქმედებითი მემკვიდრეობის ახლებური გააზრებისა და პოპულარიზაციის მეშვეობით.

გამოფენა წარმოადგენს მულტიმედიურ ინსტალაცია-კოლაჟს, რომელიც აერთიანებს საგამოფენო დარბაზის სივრცეს - მითების კოლექცია-ანარეკლს, რეფლექსიებს და მოგონებებს რეჟისორ და მხატვარ სერგო ფარაჯანოვის შესახებ, რომელიც დაიბადა თბილისში და წარმოადგენს დედაქალაქის ისტორიის განუყოფელ ნაწილს. 

არტ ობიექტები, წარსული ეპოქის არტეფაქტები - თბილისის ისტორიის მუზეუმის  არქივი, ფოტოსურათები-პორტრეტები, კინომატოგრაფიული მოედნები, კინო აფიშები, კინოს რეტროსპექტივები - ცელულოიდური სიზმრები, კოლაჟები და ასამბლიაჟები განმარტავენ შემოქმედებითი, ნამდვილი თბილისელის, სერგო ფარაჯანოვის  ცხოვრების მიფების ატმოსფეროს.

პროექტის  ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და უკრაინის ,,სიზმრის" მუზეუმი.

გამოფება დამთვალიერებელს 18 მაისის 22:00 საათამდე უმასპინძლებს.

გამოფენა 2015 წლის 16 ივნისამდე გაგრძელდება. 

მისამართიგრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა),   სიონის . 8.