გამოფენა ,,მეტამორფოზა“

22 მარტი 2015
Share

2015 წლის 22-დან 30 მარტამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ თიკა ჟვანიას ინსტალაციას ,,მეტამორფოზა".

ინსტალაცია ტრანსფორმაციის იდეის გამოხატვის ყველაზე კარგ მაგალითს, აბრეშუმის ჭიის პეპლად გადაქცევის პროცესს წარმოადგენს. მხოლოდ აბრეშუმის პარკი  - ,,ინკუბატორია" დარჩენილი. გამქრალია თავად ჭიის რაიმე ნიშანწყალი, გარდა პარკისა - ,,ინკუბატორისა", სადაც მთელი პროცესი დაიწყო და დასრულდა. აბრეშუმის ჭია გაქრა, შეერწყა მისი სიცოცხლის ახალ ფორმას. წარსულმა და მომავალმა დაკარგა მნიშვნელობა.

თიკა ჟვანია ნაშრომში ცდილობს არა მხოლოდ გამოხატოს მოძრაობის დინამიკა, არამედ ასევე დაგვანახოს ოპტიმისტური მომავალი, სადაც ადამიანებს შეეძლებათ იცხოვრონ  ,,მშვიდობიან და მთლიან საზოგადოებაში, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი აღარ იქნებიან შორი და ხშირად მტრული კულტურები, არამედ გაერთიანდებიან ახალ ,,უნივერსალურ მოდელად".

მისამართიიოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმისიონის ქუჩა 8.