საგანმანათლებლო პროგრამა „თბილისის თვითმმართველობა 1875–1917 წლებში“

11 მარტი 2015
Share

საგანმანათლებლო პროგრამის „თბილისის თვითმმართველობა 1875-1917 წლებში"  მიზანია მოსწავლეებსა და სტუდენტებს გააცნოს ის ისტორიული ტრადიციები, რომლებიც საქართველოში ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში და გაგრძელება ჰპოვა შემდგომ პერიოდში. თემატური ექსკურსიებისა და გაკვეთილების საშუალებით მოსწავლეები გაანალიზებენ თვითმმართველობის არსსა და მმართველობის ამ ფორმის  პროგრესულ მხარეებს. მაგალითისათვის, სასიკეთოდ გადაწყვეტილი კომუნალური მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის საკითხები, რამაც თბილისი იმპერიისა და ევროპის განვითარებულ ქალაქთა რიგში დააყენა.

გამოფენაზე გამოტანილია ის  მდიდარი  და უნიკალური  სამუზეუმო კოლექციები, რომლებიც თბილისის თვითმმართველობის ორგანოებმა გადასცეს რუსეთის იმპერიაში არსებულ პირველ „თბილისის მუნიციპალურ მუზეუმს" (ამჟამად იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი). სწორედ ეს კოლექციები გახდა  მუზეუმის დაარსების საფუძველი 1910 წელს.

პროგრამა გათვალისწინებულია სკოლების მაღალი კლასის (VIII X, XI, XII ) მოსწავლეებისათვის, აგრეთვე სტუდენტებისათვის.

პროგრამა გაგრძელდება 15 აპრილამდე.

ჯგუფების მიღება წარმოებს ყოველდღე 10:00-დან 17:30-მდე,  ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა.

პროგრამის ღირებულება: მოსწავლის ბილეთის ღირებულება - 50 თეთრი; გიდი-პედაგოგის მომსახურება ჯგუფზე 10 ლარი.

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის მოგვმართეთ შემდეგ ნომრებზე: 2 93 16 52 ან 595585926.

მისამართი: ი.გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.