საგანმანათლებლო პროგრამა - ახალი სიცოცხლე - ფიროსმანის „ნადირობა ინდოეთში”.

28 იანვარი 2015
Share

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას „ახალი სიცოცხლე - ფიროსმანის „ნადირობა ინდოეთში".

პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან ფიროსმანის ნახატის „ნადირობა ინდოეთში" ისტორიას. ისინი შეხვდებიან რესტავრატორებს, რომლებიც მათ აუხსნიან ამ სპეციალობის სირთულეებს, სხვადასხვა ტექნიკურ პროცესებს. მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას იმიტირებული რესტავრაციის პროცესში, ნახავენ გიორგი შენგელაიას ფილმის „ფიროსმანი" ფრაგმენტებს.

უმცროსი ასაკის მოსწავლეებისათვის ჩატარდება სხავდასხვა სახალისო-შემეცნებითი აქტივობები.

დასაწყისი: 14:00 საათი

პროგრამა ჩატარდება: სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი.

პროგრამის ხანგრძლივობა: 1სთ /1,5სთ (ასაკის მიხედვით).

პროგრამის ღირებულება: 50 თეთრი + 10 ლარი (გიდის მომსახურების საფასური).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისათვის დაუკავშირდით საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრს:

2 93 16 52 მობ: 599 60 41 12, 574 44 04 84, 595 54 6233.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა 1.