გამოფენა „ერთხელ ირემმა თქვა“

23 დეკემბერი 2014
Share

2014 წლის 23 დეკემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ რიტა ხაჩატურიანის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებით ,,ერთხელ ირემმა თქვა".

პროექტი აერთიანებს გრაფიკული ნამუშევრების სერიას, რომელიც განაზოგადებს ირემს მეტაფორული მნიშვნელობით როგორც სიკეთის საწყისს.

გარდა გრაფიკული ნამუშევრებისა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამი ვიდეოარტი, რკინის კონსტრუქციები და მუსიკის თემაზე შექმნილი ინსტალაცია სახელწოდებით ,,არია კედელს მიღმა".

რიტა ხაჩატურიანის გრაფიკული ნამუშევრები, ვიდეოარტი, სამი ნაწილისაგან შემდგარი კონსტრუქციული ნახატები და ინსტალაცია წარმოაჩენს ავტორს, როგორც თემატურად მრავალმხრივ მოაზროვნე შემოქმედს, ახალი თაობის მხატვარს, რომელიც სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით, განაზოგადებს თემას სხვადასხვა ფერსა თუ ფორმაში და ამ გზით გვაწვდის სათქმელს.

გამოფენა გაგრძელდება 2015 წლის 20 იანვრამდე.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.