ხელოვნების საკვირაო სკოლა ეროვნულ გალერეაში

05 ოქტომბერი 2014
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი იწვევს მოზარდებს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ხელოვნების საკვირაო სკოლაში. პროგრამა გულისხმობს მეცადინეობათა ციკლს, რომლის პროცესში მონაწილეებს ხელოვნების ისტორია მიეწოდებათ ზოგად-კულტუროლოგიურ ჭრილში, თავისუფალი ნავიგაციის პრინციპითყოველი შეხვედრა გულისხმობს თეორიულ ნაწილს და  მიწოდებულ მასალასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ აქტივობას.

პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან ხელოვნების დარგებს, სახვითი ხელოვნების ჟანრებს,  მხატვრულ ეპოქებს, მიმდინარეობებს და ა. შ. მოზარდებს საშუალება მიეცემათ უშუალო კონტაქტი იქონიონ ორიგინალებთან და ეროვნული გალერეის სივრცეში მიმდინარე ექსპოზიციებთან. შეიქმნება თავისუფალი შემოქმედებითი გარემო, სადაც მონაწილეები მიიღებენ რა თეორიულ ცოდნას, საშუალება ექნებათ  მოსმენილი  განამტკიცონ პრაქტიკული სამუშაოთი; თვითონ ეზიარონ ხელოვნების ნიმუშის შექმნის პროცესს.  გათვალისწინებულია ვიზიტები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაერთიანებულ სხვა მუზეუმებშიც.

პროგრამა გათვლილია 10-18 წლის მოზარდებისთვის. მეცადინეობები შედგება კვირაში ერთხელ, შაბათს ან კვირას, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში (ოქტომბერი-ივნისი, არდადეგების გათვალისწინებით). მეცადინეობის ხანგრძლივობა -  2  საათი.

ხელოვნების სკოლის საფასურია  თვეში  60 ლარი.

დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ. 215 73 00

5 77 71 10 27-მაკა ბეჟუაშვილი

5 93 910 472- ანა ჟვანია

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღის მხრიდან).