რიმინის საერთაშორისო კონფერენცია

24 აგვისტო 2014
Share

2014 წლის 24-30 აგვისტოს იტალიის ქალაქ რიმინიში ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურული კოფერენცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, არქეოლოგიური გამოფენა „დროის სიღრმიდან" გაიხსნა, რომელიც დმანისსა (საქართველო) და ურკეშში (სირია) ჩატარებულ არქეოლოგიურ გათხრებს მიეძღვნა.

რიმინის კონფერენცია წარმოადგენს სამეცნიერო-შემეცნებით, საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც 1980 წლიდან, კათოლიკური მოძრაობა Comunione e Liberazione-ს თაოსნობით იმართება იტალიის ქალაქ რიმინიში. რიმინის წლევანდელი შეხვედრა გაიმართა დევიზით „მსოფლიოსა და ყოფიერების პერიფერიებისკენ".

წელს, დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი თამაზ გამყრელიძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, კალიფორნიის და რომის უნივერსიტეტებისახლო აღმოსავლეთის უძველესი ისტორიისა და არქეოლოგიის მიმართულების პროფესორები ჯორჯო ბუჩელატი და პოლ მატიე, აგრეთვე კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი და ურკეშის არქეოლოგიური პროექტის ხელმძღვანელი - მერლინ კელი-ბუჩელატი.