ხალხური რეწვის გაკვეთილები 2014

06 სექტემბერი 2014
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ქართული ხალხური რეწვის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2014 წლის 6 სექტემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას 13:00-დან 17:00 საათამდე გიწვევთ ხალხური რეწვის ღია გაკვეთილებზე გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ.

პროგრამის მიზანია საქართველოში ხალხური რეწვის ცოცხალი ტრადიციების შენარჩუნება.

საერთო გლობალიზაციის ფონზე ხალხური რეწვა, როგორც ქვეყნის კულტურის განუყრელი ნაწილი და მისი თვითმყოფადობის, ესთეტიკის გამოხატულება, სულ უფრო აქტუალური ხდება.

ხალხური რეწვის სკოლის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიცნონ ტრადიციული ხელსაქმის ოსტატები, დახელოვნდნენ და აითვისონ ხალხური ხელობის სხვადასხვა დარგები და გადაარჩინონ ისინი მივიწყებას.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან: მეთუნეობას, დაზგურსა და ჩხირებით ქსოვას, ტილოზე ნემსით ქარგვას, ხეზე კვეთას, ტრადიციულ მჭედლობას და სხვ.

მონაწილეობის მისაღებად, წინასწარი რეგისტრაციის შემთხვევაში დასწრება თავისუფალია.

რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 22 აგვისტოდან და დასრულდება 4 სექტემბერს.

რეგისტრაციის გარეშე, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, მსურველთათვის საჭირო იქნება მუზეუმში შესასვლელი ბილეთის შეძენა (მუზეუმის სრული დათვალიერების შესაძლებლობით).

ბილეთის ღირებულება:

ზრდასრული - 3 ლარი;

სტუდენტი - 1 ლარი;

მოსწავლე- 50 თეთრი

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

2 - 72 90 46; 2 - 72 90 45; (599) 36 36 80- ნინო კოპელაშვილი

მისამართი: კუს ტბის ასახვევი 1, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ.