ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

12 აგვისტო 2014
Share

2014 წლის 12 აგვისტოს მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა. 2000 წლის 12 აგვისტოს მსოფლიომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.

საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, წელს ამ ღონისძიებას საქართველოს ეროვნული მუზეუმიც უერთდება და 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მის შემადგენლობაში შემავალ ყველა მუზეუმში, 30 წლამდე ასაკის ყველა ახალგაზრდას უფასოდ მასპინძლობს!

სტუმრებს გთხოვთ თან იქონიოთ იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი, სტუდენტური ბილეთი ან მოსწავლის ბარათი.