საგანმანათლებლო პროგრამები და შემეცნებითი თამაშები ეთნოგრაფიულ მუზეუმში

17 მაისი 2014
Share

2014 წლის 17 მაისს 10:30 საათიდან  ეთნოგრაფიულ მუზეუმში გიწვევთ   საგანმანათლებლო პროგრამებსა და შემეცნებით თამაშებზე. ღონისძიება იმართება მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში. 

მუზეუმის ყველა დამთვალიერებელს მთელი დღის მანძილზე საშუალება ექნება ჩაერთოს სხვადასხვა სახალისო-საგანმანათლებლო აქტივობებში, როგორიცაა: საუბრები ეკოლოგიაზე, ეთნოგრაფიასა (ფილმების ჩვენებით), ტრადიციული დედოფალების დამზადება, სახალისო არქეოლოგია,პრეისტორიული ტექნოლოგიები და ხალხური რეწვის გაკვეთილები - ტრადიციული მჭედლობა, მეთუნეობა, ხეზე მხატვრული კვეთა,ტრადიციულ ფარდაგების ქსოვა, ხევსურული თათების ქსოვა და ქარგვა.

აგრეთვე გაიმართება შემეცნებით-გასართობი თამაშები: ,,პირველყოფილი მონადირე" და ,,ტრადიციული შეჯიბრი მშვილდოსნობაში".

მუზეუმში შესვლა და ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!

მისამართი: საქართველოს გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კუს ტბის ასახვევი 1.