მუზეუმების კვირეული - გამოფენა „თანამედროვე ხელოვნება და მუზეუმი“

15 მაისი 2014
Share

2014 წლის 15 მაისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ გამოფენაზე სახელწოდებით „თანამედროვე ხელოვნება და მუზეუმი" (RE: Museum).

გამოფენა ეძღვნება საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის 20 წლის იუბილეს. ექსპოზიცია იმართება მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში.

"RE: Museum"- ასეთია გამოფენის სათაური, რომელშიც თანამედროვე ხელოვანები გერმანიიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან სხვადასხვა სტილის ნამუშევრებში ასახავენ მუზეუმს, როგორც დაწესებულებას, კოლექციას, არქიტექტურულ ქმნილებასა თუ დიზაინერის მიერ შესრულებულ ექსპოზიციას. პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, ხოლო მისი პარტნიორი საქართველოს ეროვნული მუზეუმი გახლავთ.

გამოფენის მთავარი კურატორია - ვატო წერეთელი და ექსპოზიციის დიზაინერი - არქიტექტორი ლუის პერეირა. გამოფენაში მონაწილეობენ, როგორც ამიერკავკასიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო  ავტორები და კურატორები, ისე ევროპულ სახელოვნებო სცენაზე უკვე დამკვიდრებული საეთაშორისო მასშტაბის ხელოვანები. გამოფენა ნაწილია რეგიონალური პროექტისა დროის მანქანა - მუზეუმი".

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღის მხრიდან).