მუზეუმების კვირეული - მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული 2014

15 მაისი 2014
Share

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. 1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით, 18 მაისს მთელს მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნება. ღონისძიების მთავარი მიზანი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მუზეუმების მნიშვნელობის წარმოჩენა გახლავთ, როგორც პლატფორმის, რომელიც კულტურული ცხოვრების გამდიდრების, ხალხთა შორის კომუნიკაციის, კულტურათა გაცვლისა და მშვიდობიანი საზოგადოების ფორმირებას უწყობს ხელს.

ყოველ წელს მუზეუმების საერთაშორისო დღის სლოგანი იცვლება მსოფლიოს მნიშვნელოვანი გამოწვევების შესაბამისად და ამავდროულად წარმოაჩენს მის როლს მათი გადაჭრის საკითხებში. წელს, მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის სლოგანია "სამუზეუმო კოლექციები გვაერთიანებს". აღნიშნული სლოგანი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მუზეუმები არის სწორედ ის ინსტიტუცია, რომელიც კულტურული კავშირების გაღმავებას უწყობს ხელს თაობებს, ქვეყნებსა და ხალხებს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უკვე მე-6 წელია მუზეუმების საერთაშორისო დღის საპატიო მასპინძელია საქართველოში და ტრადიციულად, აღნიშნულ დღეს ღონისძიებებით დატვირთულ კვირეულს მიუძღვნის. მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ჩვენს დამთვალიერებლებს არაერთ საინტერესო გამოფენას, საგანმანათლებლო პროგრამას და პრეზენტაციას ვთავაზობთ.

15 მაისი 15:00 - საგანმანათლებლო პროგრამა ,,ვაშენებთ სახლს" - იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.

15 მაისი 18:00 - თანამედროვე ხელოვნება და მუზეუმი" - დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.

16 მაისი 17:00 - გიზელა ვარგა სინაის ფერწერა ,,მოგზაურობა". ირანელი მხატვარი - იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.

17 მაისი 10:30 - ხალხური რეწვა და გაცოცხლებული ისტორიები - გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი - ღია ცის ქვეშ - კუს ტბის ასახვევი 1.

18 მაისი - საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს ეროვნული მუზეუმის ყველა მუზეუმში

19 მაისი 18:00 - რადიშ თორდიას პერსონალური გამოფენა - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა 1.

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალ მუზეუმებში შესვლა უფასოა!

18 მაისს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა დამთვალიერებლებს ღამის 12:00 საათამდე უმასპინძლებს!

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!