,,არტ-გენი” ეთნოგრაფიულ მუზეუმში

14 ივლისი 2013
Share

2013 წლის 14-21 ივლისს ეწვიეთ ფესტივალ ,,არტ-გენს" საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიურ ფესტივალ ,,არტ-გენს"  საფუძველი 2004 წელს ჩაეყარა.  იგი სტარტს საქართველოს რეგიონებში იღებს, ხოლო დასკვნით ნაწილს, ყოველწლიურად ეთნოგრაფიული მუზეუმი მასპინძლობს. ფესტივალის 10 წლიანი არსებობის განმავლობაში, ასზე მეტი კონცერტი და სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. დღეს ის წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ხალხმრავალ ფესტივალს, რომელსაც ყოველწლიურად საშუალოდ 30 - 40 ათასი ადამიანი ესწრება.

ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება იმართება: ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა; მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში; ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი გამოსვლები; ქართული და უცხოური ფოლკლორული ჯგუფებს კონცერტები.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://artgeni.ge/

მისამართი: გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, კუს ტბის გზადკეცილი 1.