კავკასიის იბერიის სამთავროს სასაფლაო: უახლესი კვლევები

24 ივლისი 2013
Share

2013 წლის 24 ივლისს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო კაფე წარმოგიდგენთ ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის დოქტორანტისა და საქართველო-ავსტრალიის არქეოლოგიური კვლევების ფარგლებში მიმდინარე გათხრების მონაწილე, ალექსანდრა მიშალევიჩის ლექციას თემაზე "კავკასიის იბერიის სამთავროს სასაფლაო: უახლესი კვლევები".

სამთავროს სასაფლაო უნიკალურია კავკასიაში თავისი ზომით და გამოყენების ხანგრძლივობით. იგი მდებარეობს ძველ მცხეთაში და გამოიყენებოდა დასაფლავების მიზნით გვიანი ბრინჯაოს და რკინის ხანაში, ასევე რომაულ და გვიან ანტიკურ პერიოდებში. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება  მონაცემები  რომელიც მოპოვებული იქნა საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა პერიოდებში. პროექტი ნათელს ჰფენს გვიანი ანტიკური დროის სასაფლაოს შესახებ არსებულ მონაცემთა ერთ-ერთ უდიდეს კოლექციას, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის მატერიალური კულტურის არქივებში.

სამთავრო თავისი ექსტენსიური და ამავდროულად მოკრძალებული სამარხებით იძლევა რეგიონის მოსახლეობის და ადათ-წესების ზუსტი სურათის აღდგენის შესაძლებლობას.  ცხადი ხდება, რომ ამ ადგილის ფართომასშტაბიანი შესწავლა დაგვეხმარება იბერიის განვითარებისა და კულტურული თავისებურებების უკეთესად გააზრებაში.

პრეზენტაციის სპონსორებია სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევის ინსტიტუტი (ARISC) და საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო კაფე.

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 3.