ეთერ დავითაშვილი - ,,ტრანსფორმაცია“

07 ივნისი 2013
Share

2013 წლის 7 ივნისს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი  გიწვევთ მხატვარ ეთერ დავითაშვილის გამოფენის გახსნაზე.

ეთერ დავითაშვილი სწავლობდა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. იგი ძერწავს, ქმნის ფოტო და ვიდეო პროექტებს, იღებს მონაწილეობას ჯგუფურ გამოფენებში.

მისი შემოქმედება ყურადღებას იქცევს ბუნებრივი ემოციურობით, რომელიც ყურადღებას ბუნებრივი ემოციურობით იქცევს და მხატვრის ცვალებადობას ასახავს ერთი განწყობიდან-მეორეში.

წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა მხატვრის შემოქმედების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის.

გამოფენა გრძელდება 2013 წლის 12 ივნისამდე.

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. 8.