ფოტოგამოფენა „ომო“

07 ივნისი 2013
Share

2013 წლის 7ივნისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი წარმოგიდგენთ ფოტოგრაფ მინდია მიდელაშვილის ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებით ,,ომო".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 70 ფოტონამუშევარი, ეთიოპიაში გატარებული დღეების ამსახველი დოკუმენტური ფილმები და   თავგადასავლის დღიურები.

როგორც ავტორი გადმოგვცემს, ომო არის იდუმალი ადგილი ეთიოპიის სამხრეთით,  სადაც სხვადასხვა აფრიკული ტომი ცხოვრობს,   ერთმანეთისგან განსხვავებული ენით, წეს-ჩვეულებითა და ჩაცმულობით.   მას,  ქვეყნის კულტურის გზაჯვარედინსაც კი უწოდებენ.  დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა ეწვიოს გამოფენას ,,ომო" და აღმოაჩინოს ფოტოგრაფის თვალით აღქმული ეგზოტიკური ეთიოპიური სამყარო.

2004 წლიდან-დღემდე მინდია მიდელაშვილის არაერთი პერსონალური გამოფენა მოეწყო საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ:

2012 - ,,Mindia in India"- დელი, ინდოეთი

2012 - ,,მზით ნაბეჭდი"- თბილისი, საქართველო

2010 - ,,ტაილანდი" - თბილისი საქართველო

2009 - ,,ნიუ იორკი"- თბილისი საქართველო

2009 -  ,,ფოტოსპექტაკლი კახი კავსაძესთან ერთად"- თბილისი საქართველო

2008  - ,,Mindia in India"- თბილისი, საქართველო

2006 - ,,დურატრანსი"- თბილისი, საქართველო

2004  - პერსონალური გამოფენა- თბილისი, საქართველო

2004 - პერსონალური გამოფენა-მიუნხენი, გერმანია

გამოფენის მხარდამჭერები არიან: ,,თი-ბი-სი ბანკი",  საქართველოს საელჩო ეთიოპიაში, ,,Myvideo.ge", ფოტოცენტრი ,,დაბეჭდე ყველაფერი", სავაჭრო სახლი ,,გოლეთიანი", ,,გურიელი", კომპანია ,,LifeTime".

გამოფენა გრძელდება 2013 წლის 20 ივნისამდე.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 3.