ფიროსმანის გამოფენა გრძელდება

01 ივნისი 2013
Share

საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2013 წლის 1 ივნისიდან, დავით კაკაბაძის ნამუშევრებთან ერთად, ეროვნულ გალერეაში, წარმოგიდგენთ ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების ექსპოზიციას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 15 ტილო: „წმინდა გიორგის დღეობა ბოლნისში“, ,,ჟირაფი“, ,,კრწანისი“, ,,მეთევზე წითელი პერანგით“, ,,მჯდომარე ლომი“, „კახეთის მატარებელი“, ,,მეეზოვე“, ,,სამი ირემის წყაროსთან“, ,,რუსეთ-იაპონიის ომი“, ,,ნატურმორტი“, არწივმა კურდღელი დაიჭირა“, ,,დათვი მთვარიან ღამეს“, ,,კალო“, აბრა ,,ცივი-ცივი პივა“, აბრა ,,Распивочно И На Вынос“. 

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.