მუზეუმის კვირეული - საჯარო ლექცია

20 მაისი 2013
Share

ორშაბათს, 20 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ბენ-გურიონის უნივერსიტეტის (ნეგევი), ბიბლიის, არქეოლოგიისა და ძველი ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტის მიმართულების ხელმძღვანელი დოქტორი იუვალ იეკუტიელი წაიკითხავს მოხსენებას "პროტო-ისტორიული კავშირები ამიერკავკასიასა და სამხრეთ ლევანტს შორის, დანახული ნეგევის (ისრაელი) პერსპექტივიდან".

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ.1.