ვლადიმერ კანდელაკის პერსონალური გამოფენა

26 აპრილი 2013
Share

2013 წლის 26 აპრილს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ ვლადიმერ კანდელაკის პერსონალურ გამოფენას.

მხატვარ ვლადიმერ კანდელაკის მრავალფეროვანი შემოქმედება მას რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე პიროვნებად ახასიათებს. მისი ნამუშევრები პლასტიკისა და დინამიკის, რეალობისა და ირეალურობის ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს.

1990 წლიდან ვლადიმერ კანდელაკის ნამუშევრების არაერთი ექსპოზიცია მოეწყო ქართულ და უცხოურ საგამოფენო სივრცეებში: თბილისი, ვაშინგტონი, ფილადელფია, ატლანტა და სხვა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის 100-ზე მეტი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი. ექსპოზიცია 2013 წლის 12 მაისამდე გრძელდება.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ.1.