,,მართლმადიდებლობა - ობსკურას კამერით გადაღებული ფოტოები“.

17 აპრილი 2013
Share

2013 წლის 17 აპრილს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ პოლონელი ბერის, სოფრონ ვილენტას ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებით ,,მართლმადიდებლობა - ობსკურას კამერით გადაღებული ფოტოები".

ბერი, ომელიც ფოტოგრაფიის ერთგული მიმდევარია, მართლმადიდებლურ სინამდვილეს და მის ისტორიას ,,ობსკურას კამერით" აფიქსირებს. რეალობა, რომელსაც ბერი სოფრონი ხედავს, აღსავსეა გრძნობებითა და ემოციებით. კარგად შერჩეული განათება და შუქ-ჩრდილები ავტორის ნამუშევრებს დამატებით ხიბლს მატებს. ,,ობსკურას კამერა" კი ავტორის მიერ აღქმულ ყველა საინტერესო შტრიხსა და დეტალს უცვლელად აცოცხლებს ფოტოებზე.

პროექტის მიზანია წარმოადგინოს საინტერესო ფოტონამუშევრები, რომელა საერთო განწყობა და მხატვრული თავისებურებანი მართლმადიდებლობის სინამდვილის ინტერპრეტაციას გვთავაზობს.

პროექტის ორგანიზატორები არიან პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო, ვარშავის მართლმადიდებლური მეტროპოლიის მუზეუმი და ხატწერის მუზეუმი.

გამოფენა გრძელდება 2013 წლის 28 აპრილამდე.

 

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი. სიონის ქ. 8.