ფერადი ხილვები

02 აპრილი 2013
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი 2013 წლის 2 აპრილს 18:00 საათზე წარმოგიდგენთ გიორგი დანიბეგაშვილის გამოფენას "ფერადი ხილვები".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა მხატვრის, გიორგი დანიბეგაშვილის ფერწერული ნამუშევრები, რომელსაც მან პირობითად "ფერადი ხილვები" უწოდა.

დამთვარიელებელი ექსპოზიციაზე იხიავს მხატვრის 25 ფერწერული ტილოს სერიებიდან: მოგზაურობა ნიუ-იორკში, შობის მისტერია, მოჩვენებითი სახეცვლილება, არისტოკრატები ემიგრაციაში, ზარატუსტრას სიზმარი,სათნოებათა კიბე.

"ფერადი ხილვები" ავტორის დროსთან დამოკიდებულებას გამოხატავს. მხატვარი თვლის, რომ ხელოვნება წარსულსა და მომავალში გამოხატული ისტორიაა, აწმყო კი - მხოლოდ პირობითობა. პროექტი დამთვარიელებელს მხატვრის აბსტრაქტულ ფერწერას წარუდგენს. ნამუშევრები მისი "ფერადი ხილვების" შედეგად შეიქმნა და ფერთა თავისებური აღქმითა და ჰარმონიულობით გამოირჩევა.

მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა.