გამოფენა ,,პოპ-არტი, ფერწერა".

16 თებერვალი 2013
Share

2013 წლის 16 თებერვალს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ ქართველ მხატვართა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თაობის, 70-ანელთა წარმომადგენლის, ომარ კაჭკაჭიშვილის გამოფენას ,,პოპ-არტი, ფერწერა".

ომარ კაჭკაჭიშვილი სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის, უჩა ჯაფარიძის სახელოსნოს კურსდამთავრებული და პოპ-არტის ოსტატია. ომარ კაჭკაჭიშვილის შემოქმედება საკმაოდ მრავალფეროვანია. გამოფენაზე წარმოდგენილია ძველი თბილისის პეიზაჟები, ,,ქალაქური პეიზაჟი", ,,ზამთარი", ,,კოშკი ძველი თბილისის თემაზე", აგრეთვე ცნობილი სერიები და სხვა.

მხატვარი 1964 წლიდან მონაწილეობს ფესტივალებსა და საერთაშორისო გამოფენებში: რუსეთში, გერმანიაში, ლიტვაში, უნგრეთში, ბელგიაში, ესპანეთშსა და ავსტრიაში. მისი პერსონალური გამოფენა თბილისში არასდროს გამართულა და თბილისის ისტორიის მუზეუმი ინიციატივას იჩენს, წარმოადგინოს მხატვრის შემოქმედება სრულად.

ომარ კაჭკაჭიშვილის ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში, მოსკოვის აღმოსავლეთის მუზეუმში, უკრაინის ფეოდოსიის სახელმწიფო მუზეუმში, თურქეთის, იტალიის, კანადის, აშშ-ის, საფრანგეთის, ავსტრიის, ჩეხეთისა და გერმანიის კერძო კოლექციებში.

გამოფენა 2013 წლის 10 მარტამდე გაგრძელდება.

მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა).