გამოფენა და საგანმანათლებლო პროგრამა ,,ვხატავთ ფიროსმანს“

27 იანვარი 2013
Share

2013 წლის 27 იანვარიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი, წარმოგიდგენთ გამოფენას და საგანმანათლებლო პროგრამას, ,,ვხატავთ ფიროსმანს".

გამოფენაზე წარმოდგენილია ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, შექმნილი საბავშვო შემოქმედებით სახელოსნოში ,,ART-მარი". მათში აისახა ასოციაციები, რომლებიც სახელოსნოს მოსწავლეებში ფიროსმანის შემოქმედებასთან სიახლოვით დაიბადა. სახელოსნოს მოსწავლეები სტუდენტებთან ჩაატარებენ სასწავლო პროგრამას. საგანმანათლებლო პროგრამა პირობითი თამაშის წესით გაიმართება, სადაც უმცროსი ასაკის მოსწავლეები, საკუთარი აღქმით, მოუთხრობენ მათ ფიროსმანის შესახებ და სთავაზობენ, შექმნან თავისუფალი ვარიაციები ფიროსმანის თემაზე.

საგანმანათლებლო პროგრამა და გამოფენა არატრადიციულ ჭრილში, თავისუფალ თემაზე შექმნილ ასოციაციურ აზროვნებას წარმოაჩენს, რაც ყოველთვის ახალ და ნოვატორულ მიგნებებს წარმოშობს ხელოვნებაში და განავითარებს დამთვალიერებლის წარმოსახვას.

გამოფენის გახსნა: 27 იანვარი, 15:00 საათი

საგანამანთლებლო პროგრამა: 27 იანვარი 14:00 საათი

მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)