გამოფენა „ღმერთი - სამშობლო - ადამიანი”

09 იანვარი 2013
Share

2013 წლის 9 იანვარს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენის „ღმერთი - სამშობლო - ადამიანი" გახსნას. გამოფენა ეძღვნება უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრების 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 80-მდე ქართველი მხატვრის მიერ შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, აგრეთვე ქანდაკება და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

გამოფენის გახსნაზე მუსიკალური ჯგუფი "ჩვენებურები" შეასრულებს სიმღერას "ალილო".

გამოფენა გაგრძელდება 2013 წლის 1 თებერვლამდე.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ. გუდიაშვილის ქ.1.