ცაგერის ისტორიული მუზეუმისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი პროექტი

09 დეკემბერი 2012
Share

2012 წლის 9 დეკემბერს გაიხსნა ცაგერის ისტორიული მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია და გაიმართა ცაგერის ისტორიული მუზეუმისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი პროექტის პრეზენტაციაზე.

2012 წლის აგვისტოდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარეობდა ცაგერის ისტორიული მუზეუმისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი პროექტი - ,,ცაგერის ისტორიული მუზეუმი: ლეჩხუმის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი (ფონდები, გამოფენისა და ალბომის მომზადება, საგანმანათლებლო პროგრამა)''. პროექტის ფარგლებში:

  • მოწესრიგდა ცაგერის ისტორიული მუზეუმის ფონდები (მასლის ინვენტარიზაცია, დიგიტალიზაცია, განსაზღვრა პერიოდების მიხედვით და დალაგება)
  • შეიქმნა სრული საინვენტარო და საგამოფენო ნუსხები (ძველი Dსამუზეუმო დავთრების გადაყვანა ელექტრონულ ვერსიაში (Exel), დავთრების დიგიტალიზაცია, თითოეულ არტეფაქტზე საინვენტარო და საგამოფენო ბარათის ელექტრონული ვერსიის შექმნა)
  • ჩატარდა ექსპონატების სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები (ჩატარებულ სამუშაოზე შეიქმნა ბარათების ელექტრონული ვერსიები, დაცულობის აქტები და რესტავრაციის ბარათები)
  • გაიმიჯნა კოლექციები (გეოლოგიის, პალეონტოლოგიის, ქვის ხანის, ბრინჯაო-რკინის ხანის, ანტიკური, შუასაუკუნეების, საეკლესიო ნივთების, ეთნოგრაფიული, დ. ერმაკოვის ფოტო-კოლექცია)
  • შემუშავდა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა და სამეცნიერო ბიბლიოთეკით აღიჭურვა სათანადო სივრცე (პროექტის მსვლელობაში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეგროვებული წიგნებისა და ცაგერის ისტორიულ მუზეუმში დაცული წიგნებით შეიქმნა ბიბლიოთეკა, სადაც არის ყველა ის ნაშრომი თუ პერიოდული გამოცემა, რომელიც საჭიროა ისტორიითა და არქეოლოგიით დაინტერესებული მოსწავლეებისა და მკითხველებისათვის)
  • მოეწყო ახალი ექსპოზიცია (მაღალკვალიფიციურ დონეზე და თანამედროვე დიზაინით)
  • გამოიცა ცაგერის ისტორიული მუზეუმის ალბომი.

პროექტი ეძღვნებოდა მუზეუმის დაარსებიდან 75 წლისთავს.

მისამართი: ცაგერის ისტორიული მუზეუმი, ცაგერი, შოთა რუსთაველის  ქ. 44.