თანამედროვე აზერბაიჯანელ მხატვართა გამოფენა

20 დეკემბერი 2012
Share

საქართველო-აზერბაიჯანის  კულტურული ურთიერთობის ასოციაცია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2012 წლის 20 დეკემბერს , 17:00 საათზე  შალვა  ამირანაშვილის  სახელობის  ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ აზერბაიჯანელი მხატვრების გამოფენის გახსნაზე, რომელიც  საქართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობის ასოციაციის პრეზენტაციასა და საქართველოსა და აზერბაიჯანის შორის დიპლომატიური  ურთიერთობის დამყარების 20 წლისთავს ეძღვნება.

გამოფენა ტარდება საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს,  საქართველოს ეროვნული  მუზეუმის, აზერბაიჯანის ნავთობკომპანიის - სოკარის,    „ამერიკის ხმის"  აზერბაიჯანის რედაქციისა  და  ტელეკომპანია  მე-9 არხის მხარდაჭერით.    გენერალური სპონსორია SOCAR-i.

გამოფენა გაგრძელდება 2013 წლის 4 იანვრამდე.

მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქ. 1