ებრაული დღესასწაულის ხანუქისადმი მიძღვნილი გამოფენა

12 დეკემბერი 2012
Share

2012 წლის, 12 დეკემბერს, 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წარმოგიდგენთ ებრაული დღესასწაულის ხანუქისადმი მიძღვნილი გამოფენას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური მასალები: თორის გვირგვინი, თორა, ვერცხლის ამულეტი - ამოტვიფრული ებრაული წარწერით და სხვა.

ღონისძიებაზე აგრეთვე გამოიფინება ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ძველი ებრაული წიგნები და ხელნაწერები: ესთერის გრაგნილი (ხელნაწერი), თორა და სხვა.

დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს უნიკალური ექსპონატები, რომელიც პირველად, ერთი დღით, გამოფინება ხანუქის დღის საპატივცემულოდ.

ღონისძიებას დაესწრებიან ებრაული ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სხვა საპატიო სტუმრები.

გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ებრაული სააგენტო "სოხნუთი" და ევროაზიული ებრაული კონგრესი.

მისამართი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ლ. გუდიაშვილის ქ.7