პრეზენტაცია ბრიტანული მოდის გამოფენების ისტორიაზე და ფეშენ-ფილმების ჩვენება

09 ნოემბერი 2012
Share

2012 წლის 9 ნოემბერს 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წარმოგიდგენთ პრეზენტაციას: მოდის გამოფენების ისტორია დიდ ბრიტანეთში" და ფილმის ჩვენებას: საუკეთესო ფეშენ-ფილმები დიდი ბრიტანეთიდან".

ღონისძიება იმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით ბრიტანული მოდის გამოფენის ფარგლებში.

პრეზენტაციას წარმოადგენს მოდის ისტორიკოსი კენდალ-მარტინ რობინსი. საუბარი იქნება ბოლო 30 წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში გამართულ მოდის გამოფენების მოკლე მიმოხილვაზე. აგრეთვე, განხილული იქნება შემდეგი საკითხები: პოპულარობა, რითაც მოდის გამოფენები სარგებლობენ ამ ბოლო დროს; მსგავსი გამოფენების ადგილი სამუზეუმო სივრცეში და მათი პოტენციალი მოიზიდონ დამთვალიერებელთა ახალი სეგმენტი მუზეუმებში.

მოხსენების შემდეგ გაიმართება ფილმის ჩვენება (ხანგრძლივობა 45წთ). ბრიტანელი კინორეჟისორის კეტრინ ფერგიუსონის მიერ შერჩეული ფილმები წარმოადგენენ ბრიტანული ფეშენ-ფილმის განვითარების მოკლე კვლევას. წარმოდგენილი ფილმები გვიჩვენებენ თუ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში როგორ იქცა ფეშენ-ფილმი ამა თუ იმ დიზაინერისთვის თავის კოლექციაზე საინტერესო ნარატივის დამატების საშუალებად. ინტერნეტმა და ციფრულმა კამერამ სრულიად შეცვალეს მოდის პრეზენტაციის მეთოდები. მათ კიდეც დააჩქარეს ტენდენციების გავრცელება და ამავე დროს გააფართოვეს იდეების კომუნიკაციის შესაძლებლობები. ამის დასტურია ფილმის გამოყენება სეზონის კოლექციის აღსაბეჭდად. შემოთავაზებული რამდენიმე მოკლე ფილმი ასახავენ ინსპირაციას რომელიც ამა თუ იმ კოლექციას დაედო საფუძვლად და ამავე დროს გვიჩვენებენ დიზაინერისთვის დამახასიათებელ იდენტობას.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. 1