მალხაზ კუხაშვილი ნამუშევრების გამოფენა

08 ნოემბერი 2012
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, 2012 წლის 8 ნოემბერს 17:00 საათზე წარმოგიდგენთ მალხაზ კუხაშვილის საიუბილეო გამოფენას.

გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს დამსახურებული მხატვრის, გრაფიკოსის, სატელევიზიო მხატვრის, წიგნის გრაფიკოსის, პედაგოგის, მალხაზ კუხაშვილის ნამუშევრები.

1968 წლიდან 2000 წლამდე, მალხაზ კუხაშვილი საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში მოღვაწეობდა და გაიარა შემოქმედებითი გზა მხატვარ-გრაფიკოსიდან, მთავარ მხატვრამდე. მუშაობდა სატელევიზიო ფილმების დამდგმელ მხატვრად, ხოლო 1972 წლიდან ის პედაგოგია ჯერ სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ კინოსახელოსნოში, პარალელურად სახელმწიფო უნივერსიტეტში და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, სადაც ამჟამად კინოსა და თეატრის მხატვრობას ასწავლის.

იმუშავა 50-ზე მეტ სატელევიზიო თუ მხატვრულ ფილმზე, რომლებიც მაყურებელს კარგად ახსოვს: ,,შნო", ,,არასერიოზული კაცი", ,,ლეონარდო", ,,გზა", სატელევიზიო სერიალებზე ,,ყავა და ლუდი" და ,,ყოჩაღები". ამჟამად მუშაობს მხატვრულ-დოკუმენტურ პროექტზე, ,,გააგრძელე საქართვლოს ისტორია".

მალხაზ კუხაშვილი ნამუშევრების პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში, მოსკოვში, ტალინსა და ლოს ანჟელესში.

გამოფენა 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა).