„რელიგია და პოლიტიკური იდენტობები პოსტსაბჭოთა საქართველოში“

01 ნოემბერი 2012
Share

საერთაშორისო კონფერენციების ციკლის "იდენტობა და კულტურა" ფარგლებში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2012 წლის 1 ნოემბერს 17:00 საათზე გიწვევთ სილვია სერანოს საჯარო ლექციაზე რელიგია და პოლიტიკური იდენტობა პოსტსაბჭოთა საქართველოში".

სილვია სერანო - პოლიტიკური მეცნიერების ლექტორი ოვერნის უნივერსიტეტში, რუსული, კავკასიური და ცენტრალურ ევროპული კვლევების ცენტრის ასოცირებული მკვლევარი.იგი არის კავკასიის სპეციალისტი, კერძოდ იკვლევს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას კავკასიაში, გლობალიზაციისა და თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების გავლენას (განსაკუთრებით ნავთობის სფეროში) კავკასიურ პოლიტიკასა და მის საგარეო ასპექტებზე; აგრეთვე, იდენტობისა და ახალი რელიგიურობის ჩამოყალიბებას კავკასიაში.

სილვია სერანოს ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო სტატია; იგი ავტორია ნაშრომისა საქართველო: იმპერიიდან გასვლა, რომელიც 2007 წელს გამოიცა სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNRS)მიერ.

კონფერენციის თემა სილვია სერანო აანალიზებს საქართველოში რელიგიის გაზრდილი მნიშვნელობის დამადასტურებელ ნიშნებს. კერძოდ, მისი მიზანია გამოიკვლიოს რელიგიურობის ამგვარი გამოცოცხლება, რაც განსხვავდება სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებში არსებული სიტუაციისაგან. ის ცდილობს, გაერკვეს არა მხოლოდ იმ რაციონალურად და განზრახ წარმართულ პროცესებში, რომლებსაც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მიმართავს ელიტა და რასაც რელიგიის ინსტრუმენტალიზაცია შეგვიძლია ვუწოდოთ; არამედ, ასევე იმ ისტორიულ და სტრუქტურულ კონფიგურაციებში, რომლებმაც მოათავსეს მართლმადიდებლობა პოლიტიკის საჯარო გამოხატულების შუაგულში.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქუჩა 1.