არტისტერიუმი 2012

05 ოქტომბერი 2012
Share

2012 წლის 5 ოქტომბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ არტისტერიუმის - თბილისის თანამედროვე ხელოვნების V საერთაშორისო გამოფენასგახსნას

"არტისტერიუმი" წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც წარმოაჩენს საქართველოს მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების რუკაზე და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ ერთი ინდიკატორია.

თემა:"პროტესტი, რომელიც არასდროს სრულდება"

"არტისტერიუმი 5/2012" თემა "პროტესტი, რომელიც არასდროს სრულდება" მონაწილეებს თავაზობს ისეთი ნამუშვრების შექმნას, რომლებიც წარმოაჩენენ პროტესტის არსს ხელოვნების კონტექსტში, ეძებენ ყოველდღიური ცხოვრების აქტუალურ ასპექტებს, იკვლევენ სოციალური პროცესების ბუნებას.

ღონისძიების ძირითადი სივრცეებია საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისის სახელწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რუსთაველის თეატრი, გოეთეს ინსტიტუტი, გალა გალერეა, აბრეშუმის მუზეუმი, ელავას ბაზრობა.

10 დღის განმავლობაში, "არტისტერიუმი 5/2012" ფართო საზოგადოებას, მონაწილეებს და სტუმრებს შესთავაზებს გამოფენათა ციკლს, გამოფენის თემებისადმი მიძღვნილ დისკუსიებს, პრეს-კონფერენციებს,  მასტერკლასებს, მხატვრებისა და კურატორების შეხვედრებს, კულტურულ პროგრამას.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 100-მდე მხატვარი შემდეგი ქვეყნებიდან:

საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, აშშ, ნიდერლანდები, შვეიცარია, ირანი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ბელორუსია, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ფინეთი, ავსტრალია, პორტუგალია, ახალი ზელანდია, ავსტრია, საბერძნეთი.

პარტნიორი ორგანიზაციები: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში;

პოლონეთის საელჩო საქართველოში; ფრანგული ინსტიტუტი/საქართველო;

გოეთეს ინსტიტუტი/საქართველო; ბრიტანეთის საბჭო/საქართველო, ევროპის სახლი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

მისამართი: სიონის ქ.8