დმანისის საზაფხულო სკოლა

29 აგვისტო 2012
Share

2012 წლის 27 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი წარმოგიდგენთ ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლას.

საზაფხულო სკოლაში კონკურსის წესით შეირჩა ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტები და პროფესორები სხვადასხვა ქვეყენბიდან: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, რუსეთი, ლიტვა, გერმანია, ბრაზილია და აშშ.

პროექტის მიზანია:

• მონაწილეთათვის ქართველოლოგიური მეცნიერებების და მათი კვლევის მეთოდოლოგიის გაცნობა, თეორიული და პრაქტიკული სამუშაო უნარ-ჩვევების გამომუშავება

• ქართველ და უცხოელ მონაწილეთა სასწავლო და შემოქმედებითი ურთიერთობის ხელშეწყობა

• ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია

• ქართველოლოგიური მეცნიერებების განვითარების ხელშეწყობა

• მუზეუმში დაცული მატერიალური კულტურის წარმოჩენა

• კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში

საზაფხულო სკოლის მოქმედების ძირითად ადგილს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დმანისის არქეოლოგიური მუზეუმის სამეცნიერო-კვლევითი ბაზა.

სასწავლო პროგრამა, რომელსაც ქართველი მეცნიერები უძღვებიან, ითვალისწინებს თეორიული სახის სალექციო კურსებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს შემდეგ დისციპლინებში: საქართველოს ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, საქართველოს არქეოლოგია, ეთნოლოგია და ნუმიზმატიკა.

პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია ვორკშოპების ორგანიზება, დოკუმენტური ფილმების ჩვენება, დისკუსია; თემატური ექსკურსიების მოწყობა საქართველოს ისტორიულ ძეგლებსა და მუზეუმებში; კურსის ბოლოს სტუდენტთა პროექტების პრეზენტაცია.

სკოლის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა უფასო.

სკოლის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები.