გამოფენა „საზღვრებს მიღმა“

25 ივლისი 2012
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2012 წლის 25 ივლისიდან წარმოგიდგენთ მხატვარ ალექსანდრე ბანძელაძის გამოფენას სახელწოდებით „საზღვრებს მიღმა".

ალექსანდრე ბანძელაძის სახელი ქართული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის განვითარებას და 1980-იანი წლების ქართველი ნონკომფორმისტების პლეადის ჩამოყალიბებას უკავშირდება. მისი შემოქმედება ეტაპური მნიშვნელობის მოვლენაა ახალი ქართული ხელოვნების განვითარების ისტორიაში.

გამოფენა ასახავს მხატვრის შემოქმედების განვითრების გზას 1950-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე და გვაძლევს საშუალებას მივადევნოთ თვალი ძიებების კრეატიულ პროცესს - ბანძელაძის ინდივიდუალური, ვიზუალური ლექსიკონის ევოლუციას.

გამოფენა 2012 წლის 10 სექტემბრამდე გასტანს.

მისამართი: რუსთაველის გამზირი 11.